ჟენევის დისკუსიის მონაწილეებმა დახურულ კარს მიღმა ძალის გამოუყენებლობის ერთობლივი განცხადებისა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე იმსჯელეს. „ვერაფერი შინაარსიანი ვერ მოვისმინეთ და ვერ გავიგეთ ვერც რუსეთის, ვერც ცხინვალის წარმომადგენლებისაგან,“ - ეს განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.დავით დონდუას განმარტებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციამ უნდა აიღოს.