შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღე მცხეთაში აღნიშნა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო წარმოდგენილი. სტუმრებს საგამოფენო სივრცის მთავარ შესასვლელთან საპატრულო პოლიციის სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის იმიტირებული პუნქტი დახვდათ, სადაც მათ „სასაზღვრო კონტროლი“ გაიარეს. და სანახავი ზონების შესახებ საინფორმაციო რუკა მიიღეს.