თაღლითობა სოციალური ქსელის გამოყენებით - სამართალდამცავებმა თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში, თაღლითური ჯგუფის 4 პირი დააკავეს, რომელთაგან ერთი ქალია. ბრალდებულებს შორის ცოლ-ქმარი არიან.გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სოციალური ქსელი facebook-ის ყალბი პროფაილების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ მომხმარებლების კუთვნილ თანხებს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 1000-ზე მეტი ლარი შეადგინა.ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.