პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია იმართებოდა 7 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 173 მუხლით ედებათ რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.