შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის სახელწოდებით - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი წარსდგნენ. გამოვლინდნენ კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები, რომელთაც შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ. კამპანია "ნუ წაართმევ ბავშვობას" გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრის, ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სამართალდამცავებისთვის დროული შეტყობინების მიზნით განხორციელდა.