კემბრიჯის უნივერსიტეტისა და კომპანია Mars-ის თანამშრომლები დარწმუნდნენ იმაში, რომ შინაური ცხოველები ბავშვის სოციალური უნარების ჩამოყალიბებასა და ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს. მეცნიერებმა დაადგინეს რომ ძაღლი, სხვა ცხოველებთან შედარებით, ოჯახში უფრო ნაკლებ კონფლიქტს იწვევს. კვლევაში მონაწილეობდნენ 12 წლის ასკის ბავშვები 77 ოჯახიდან, სადაც ორი ან მეტი ბავშვი და ერთი შინაური ცხოველი ცხოვრობდა. კვლევამ აჩვენა, რომ ცხოვლებთან ბავშვებს უფრო ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ, ვიდრე და-ძმასთან. გარდა ამისა, შინაურ ცხოველებთან კვლევის მონაწილეებს ნაკლები კონფლიქტი მოსდიოდათ.ყველაზე კმაყოფილები იყვნენ ძაღლების მფლობელები. გოგონები ბიჭებთან შედარებით უფრო ხშირად საუბრობდნენ შინაურ ცხოველებთან მეგობრობის შესახებ. სპეციალისების თქმით, ბვშვები ცხოველებისგან ღებულობენ მათთვის აუცილებელ თანადგომას. მეცნიერების აზრით, კი ამ მიმართულებით კვლევები უნდა გაგრძელდეს.