შობის მისალოცი გზავნილი დედამიწაზე, კოსმოსში მყოფმა ასტრონავტებმაც გაუშვეს. ამის შესახებ კადრებს NASA ავრცელებს. ვიდეოში ამერიკელი და ფრანგი ასტრონავტები არიან ასახულები. შეინ კინბორომ, პეგი უაითსონმა და ტომას პესკემ თანამემამულეებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და სადღესასწაულო ტრადიციებზე ისაუბრეს. მათ კოსმოსურ სადგურზე ვახშამიც მოაწყეს.