ციცი ხოტენაშვილმა 6 000 ლარამდე თანხა დაკარგა, რომელიც მისი არ იყო. ამბობს, რომ თანხის დაკარგვის შესახებ რომ შეატყობინეს, ძალიან ცუდად გახდა. დარწმუნებული იყო, რომ თანხას უკან არავინ დაუბრუნებდა. საბედნიეროდ, ეს თანხა კეთილმა ადამიანმა, 18 წლის ფაშაევი ალთაიმ იპოვა და პატრონს დაუბრუნა.