პატრიაქის მდივან რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს იურისტმა განუცხადა. ედიშერ ქარჩავას თქმით, აღნიშნულ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და მისთვის უცნობია თუ როდის მოხდება მდივან-რეფერენტის დაკითხვა. კითხვაზე, არის თუ არა მზად შორენა თეთრუაშვილი გამოძიებას მისცეს ჩვენება, იურისტმა ასე უპასუხა ისინი ყველაფრისთვის მზად არიან და პრობლემა არ აქვთ. შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა მიმდინარე კვირას უნდა მომხდარიყო. თუმცა პატრიარქის მდივან რეფერენტი პროკურტატურაში არც ხუთშაბათს და არც პარასკევს მივიდა.