"ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე უზბეკური სუპერლიგის 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. არველაძის გუნდი უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და მეორეადგილოსანს 20 ქულით გადაუსწრო. მისმა გუნდმა 26 მატჩიდან 22 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ წააგო.შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არველაძე შესაძლოა არნემის "ვიტესის" მთავარი მწვრთნელი გახდეს.