Showtime-ზე ახალი სერიალი "ქალაქი ბორცვზე" გამოვიდა. ეს არის ძველმოდური პოლიციური დრამა, რომლის პროდიუსერიც ბენ აფლეკი და მეტ დეიმონია. "ცუდი პოლიციელის" როლს კევინ ბეიკონი თამაშობს. ვითარება 1990-იან წლებში მიმდინარეობს. სიუჟეტში ერთად მუშაობენ პროკურორის თანაშემწე და FBI-ის კორუმპირებული აგენტი. ისინი იძიებენ საქმეს, რომელიც ძირს უთხრის ქალაქ ბოსტონის მართლმსაჯულების სისტემას.