კომპანია "ალფაზე" თავდასხმის ფაქტი გახსნილია. დარაჯებმა, რომლებიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, ბრალდებულები ამოიცნეს. თავდასხმისას დარაჯებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ეჭვმიტანილებმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს სამივე პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათი თანამზრახველის დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. დაკავებულებმა მათ მიერ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, შპს "კენტავრის" დაყაჩაღების ფაქტიც აღიარეს. სასამართლომ სამივე დაკავებულს, პატიმრობა შეუფარდა.