შრომის ინსპექციამ სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს.
შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიაში მოქმედი „კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ“ ხელშეკრულებები მკვეთრად აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას და ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კანონმდებლობას. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის სახეები განსაზღვროს ინდივიდუალურად.