18:51
14 ნოემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, მოქალაქეს, ერთზე მეტ სამსახურში მუშაობას უზღუდავს
20-09-2019

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა  "შრომის კოდექსში"  შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.  კანონპროექტის განხილვები, რომლის ერთ-ერთი ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია,  პარლამენტს ჯერ არ დაუწყია. ახალი კანონპროექტით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსში არსებულ დანაწესს.  
კერძოდ, როგორც კოდექსში ვკითხულობთ:  “დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს.” ხოლო, შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.
„შრომის კოდექსში“  შესატანი ცვლილებების დღეს არსებულ ვერსიაში, ბიზნესი სხვა კრიტიკულ საკითხებსაც ხედავს. მათ შორის საუბარია,   სტაჟირების,  ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის,   ასევე შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებაზე.  ბიზნესი ამბობს, რომ ცვლილებების იმ ფორმით მიღება, რა ფორმითაც დღეს არის წარმოდგენილი, ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ფინანსურ და უფლებრივ მდგომარეობაზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე.  
შრომის კოდექსში შესატან ცვლილებეს აპროტესტებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორიც.  ლევან ვეფხვაძე  3 ძირითად პრობლემურ საკითხს გამოყოფს. პირველი ის, რომ შემოთავაზებულ კანონპროექტს ეკონომიკური დასაბუთება არ ახლავს და შესაბამისად, უცნობია აღნიშნულ პროექტს რა ნეგატიური ეფეტი შეიძლება ჰქონდეს ბიზნესისთვის.  ამასთან, ახალი კანონპროექტი იმაზე მაღალ სტანდარს აწესებს, ვიდრე ეს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში შეიძლება იყოს.  გარდა ამისა, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს. რიგ შემთხვევებში კი, კონკრეტული ინდუსტრიების საერთოდ გაჩერება.    

AutoPlay
საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების რიცხვი საქართველოში 4.6%-ით გაიზარდა - "საქსტატი"
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
საქართველოში, შესაძლოა, უქმე დღეების რაოდენობა გაიზარდოს - დასვენების დღეებზე "სამშობლოს დღის" დამატება იგეგმება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ოქროს ფასი ბოლო სამი თვის მინიმუმზეა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
Politico: ტრამპი ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფის დაწესებას ნახევარი წლით გადადებს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ე.წ. "ბედნიერების ინდექსის" ახალი კვლევების თანახმად, ევროკავშირში ბედნიერი ადამიანების რიცხვი გაიზარდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ზაზა
21-09-2019
ვეფხვაძე ზეგანაკვეთით მუშაობა რომ უნდა სხვანაირად ანაზღაურდეს ჯერ კომუნისტებს ჰქონდათ და შენმა ტვინმა ეხლა გაიგო, ან ევროპას შევედაროთო, რომ იძახი განა იქ ამ კანონში მოყვანილი უფლებებისა და მოვალეობების უფრო მკაცრი კანონებია? იქ ყველაფერზე რაც დაწესებულ დროს ითვალისწინებს მეტს უხდიან. რაც შე3ეხება 8 ადგილას ერთდროულ მუშაობას , ჩემი მეუღლე ანესთეზიოლოგია და იმის გამო, რომ საღამოს სამსახურში მომსვლელი თანამშრომელი იგვიანებს სხვა საავადმყოფოში მუშაობის გამო იძულებულია ზეგანაკვეთზე დარჩეს, მაგრამ ამის გამო არავინ არაფერს უხდის!!!
ზაზა
21-09-2019
ერთი ამიხსნას ზურაბ ნატროშვილმა, შეზღუდვა არა და დასაქმებულმა თვითონ აირჩიოს რას ნიშნავ, მე ვთქვად მაქვს კომპანია და ვაცხობ ხაჭაპურს, რაო ტიპი მისი გემოვნებით მოვა ცომის მოსაზელად , თუ ვერ გავიგე სამუშაო დღისა და საათების თავისუფალი არჩევანი რას გულისხმობს
სხვა სიახლეები