06:39
16 იანვარი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით საავტომობილო მოძრაობის მიმართულებების ცვლილებაზე ინფორმაციას აქვეყნებს
26-05-2018

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით საავტომობილო მოძრაობის მიმართულებების ცვლილებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას აქვეყნებს.
„თბილისში, 26 მაისს, მოძრაობა აიკრძალა თავისუფლების მოედანზე და მასზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე, ასევე ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.
მოძრაობა, ასევე, აკრძალულია თაბუკაშვილისა და მასთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე, ავტომაქანები მოძრაობას მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. ავტომანქანების მოძრაობა ასევე აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეუძლიათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ მელიქიშვილის ქუჩაზე, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, საიდანაც მოძრაობას ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებენ“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

AutoPlay
ნიდერლანდების მთავრობა ბავშვთა დახმარებების სკანდალის გამო გადადგა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
რუსეთმა "ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის პროცესი დაიწყო
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე - COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მონაცემებით, საქართველოს 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილი უკავია
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიკითხა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაიკავონ ახალ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული ადგილები
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა პარტიისთვის გამოწვევაა და ირაკლი კობახიძე მის გადალახვაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს - მდინარაძე
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები