შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს აგრძელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებისთანავე, ძირითად გზებზე საკონტროლო გამშვები საგუშაგოებია განთავსებული, ხოლო მეორეხარისხოვანი გზები მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება. მათი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.