შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნინო ცაციაშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის დაანონსებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. მისივე განმარტებით, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.