შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ყველა პირი პრემია-დანამატს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს.როგორც palitranews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფულადი პრემიები აღნიშნული პირების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება.