სამართალდამცველებმა ლაგოდეხის რაიონში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქევხიანში მცხოვრებმა პირმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.