04:25
26 თებერვალი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს „ნაცმოძრაობის" ოფისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს
23-02-2021

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ მიმართავს პოლიცია ნიკანორ მელიას, ასევე, იქ შეკრებილ მოქალაქეებს და „აძლევს გონივრულ ვადას, დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნებს“.

„სამინისტროს მიერ ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

საპოლიციო ღონისძიების მსვლელობისას, სამართალდამცველებმა შეკრებილებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობა მისცეს და ამ მიზნით უსაფრთხო დერეფანი უზრუნველყვეს. შეკრებილების ნაწილმა ისარგებლა აღნიშნული დერეფნით და დატოვა შენობა, ნაწილმა კი განაგრძო წინააღმდეგობა და ძალადობრივი ქმედებები, რის ამსახველი კადრებიც საზოგადოებამ არაერთი ტელეკომპანიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში, ასევე, სოციალური ქსელში გავრცელებული სხვადასხვა ვიდეოში ნათლად იხილა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობისა და წინააღმდეგობის ამსახველ ყველა ფაქტს შეისწავლის და მათზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

AutoPlay
სომხეთის პრეზიდენტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ხელისუფლებასა და საზოგადოებას თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში შექმნილი ვითარება განიხილეს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
სომხეთში ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან კარვები გაშალა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
თურქეთში ჩამსვლელ ტურისტებს 31 მარტამდე PCR ტესტის შესახებ ცნობის წარდგენა მოუწევთ
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგია, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ამო
23-02-2021
მიშას დროს ყოფილიყო აბა ასეთი დაუმორჩილებლობა, ეკლესიებს არბევდნენ ნაცები და ასეთი ყველა ზომის დაცვით მიღებული ქმედება არ მოეწონათ! გვარამიამ იმედი რომ დაარბევინა ის შეიძლებოდა თურმე და ეს წესების დაცვით გაკეთებული სპეც ოპერაცია თურმე არა! ის შადიმანა თარგამაძე ახლა რო გაჰკივის ფორმულადან ეს რა ხდებაო, იმედი რო დაახურა თავზე მაშინ ხო იყო თაგვივით! ოოოო როგორ მძულან ეს მოღალატეები!
სხვა სიახლეები