საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, რეგულირება მკაცრდება - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში სამთავრობო გეგმის ფარგლებშია წარდგენილი.პროექტის თანახმად, საგზაო უსაფრთხოების სფეროში, პასუხისმგებლობა მკაცრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელ რიგ მუხლებზე და ხდება დასჯადი ქმედებების გაფართოება. მათ შორის, ცვლილებები ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას ავტოსატრანსპორტო საშუალების სიმთვრალის მდგომარეობაში, ასევე გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის, საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის, საგზაო-სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის.სამინისტროს განმარტებით, პროექტის შემუშავება განპირობებულია საგზაო მოძრაობის სფეროში პრაქტიკაში გამოვლენილი ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობით.