პოლიციამ ფონიჭალასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში 5 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში, სამართალდამცველებმა მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტები ცხელ კვალზე, ოპერატიულად გახსნეს. ასევე, დააკავეს ნარკორეალიზატორები და ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
მიმდინარე წელს სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 26 კილოგრამი "ჰეროინი", 2 კილოგრამი "კოკაინი", 13700 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 23 კილოგრამი "მდმა", 9 კილოგრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 600 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.