04:31
6 ივლისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ახალგაზრდა ქალი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
21-05-2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

AutoPlay
პრეზიდენტი - პრორუსული ჯგუფების საქმიანობის აკრძალვა ბოლო ნაბიჯია, თუმცა, შესაძლებელია საჭირო გახდეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ბორის ჯონსონი - მჯერა, უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ პუტინის ძალების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება - უახლოეს პერიოდში უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება მიეწოდება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
კოვიდ კლინიკებში ინფიცირებული პაციენტების მატებაა - საავადმყოფოების ნაწილის ინფორმაციით, საწოლები დატვირთულია
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - საქართველო უნდა მოემზადოს ევროატლანტიკური რეფორმების გასატარებლად, რომელიც მან თავად დასახა მიზნად
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ლევან იოსელიანი - თავის წილი პასუხიმგებლობა გააჩნია ოპოზიციას, რადგან თვითონ ამ 12 პუნქტშივე რამდენიმეში ხაზგასმულია, რომ ოპოზიცია უნდა იყოს მონაწილე ამ პროცესების
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები