შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხადას ხეობაში ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმის შესახებ ბრიფინგი გამართა . მკვლელობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული პირია დაკავებული, ჩადენილი დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებული ბრალს აღიარებს. მისივე ინფორმაციით მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა ქალი კი გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.
იხილეთ: