საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს კორონავირუსზე „პისიარ“ მეთოდით სისტემური ტესტირება უტარდებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ტესტირების ჩატარებაზე მინიჭებული აქვს უფლებამოსილება.