გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყების დატოვების შემდეგ კაპანაძემ განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს კითხვები, მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალების თაობაზე ჰქონდათ.მისივე თქმით, აქვს გარკვეული ინფორმაციები, რომელსაც გამოაქვეყნებს მას შემდეგ, რაც კონკრეტულ დეტალებს გარდაცვლილის ოჯახს შეუთანხმებს.შეგახსენებთ გიორგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა წერილი სადაც იკითხება ფრაზა: “პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” ჟურნალისტის თქმით ეს წერილი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ აკონკრეტებს, სად იპოვეს წერილი, რომელიც დღეს ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ გამოაქვეყნა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ფურცელი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში არ ყოფილა. როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, წერილს ჩაუტარდება ექსპერტიზა და დადგინდება, ვის მიერაა დაწერილი.