შეერთებულმა შტატებმა სამომხმარებლო ტექნიკის მწარმოებელი ჩინური კომპანიები Xiaomi Corp, Advanced Micro-Fabrication Equipment და კიდევ შვიდი კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Xiaomi-ის კოტირებამ 9,4%-ით იკლო, მაშინ როცა გასულ წელს ჰონგ-კონგის ბაზარზე მისი კაპიტალიზაცია 2,7-ჯერ გაიზარდა.
შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკულ კერძო და ინსტიტუციურ კომპანიებს უკრძალავს ინვესტიციების ჩადებას ჩინურ კომპანიებში, რომლებიც თეთრი სახლის მონაცემებით, კავშირში არიან სამხედრო სექტორთან და ჩინეთის სპეცსამსახურებთან. დეკემბერში „შავი სია“ გაფართოვდა და მასში 35 კომპანია მოხვდა. ინვესტორებს მიეცათ ერთი წელი, გაყიდონ საკუთარი აქტივები, რომლებსაც ფლობენ ამ კომპანიებში.