18:27
24 სექტემბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია მოახდენს შესაბამის რეაგირებას" - შსს განცხადებას ავრცელებს
18-11-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება შეწყვიტონ.

უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პარლამენტის მუშაობისთვის ხელშეშლა კანონით იკრძალება.

"17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე მთელი ღამის განმავლობაში პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები.

ამასთან, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ, მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა.

კერძოდ, შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელი შეშლისკენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდების და გაფრთხილების მიუხედავად გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს.

კერძოდ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

AutoPlay
მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
არსებული ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ერგნეთის სიახლოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
რუსეთის საგარეო უწყება - ბულგარეთის მიერ რუსი დიპლომატების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს ეფუძნება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საარჩევნო რუკით ისარგებლონ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
თავდაცვის მინისტრმა სპორტული ტექნიკა დაათვალიერა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
იუსტიციის სახლთან მისული მოქალაქეებიდან ტესტირების შედეგად 4-ს კორონავირუსი დაუდგინდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები