ბურტრასკი, ჩრდილოეთ შვედეთის პატარა სოფელი, სადაც ღამით თქვენ შგიძლიათ ნახოთ ჩრდილოეთის ციალი, დღის განმავლობაში კი მის საოცრებაზე იფიქროთ, ტყით გარშემორტყმულ სახლში სადაც მუდმივად დასეირნობენ ირმები. ამ უალამაეზს და ამოუცნობ ადგილში ამზადებენ საოცარ ყველს. ადგილობრივი თომას რუდინი ამბობს,რომ ვასთერბუთენსოსტი,ასე ქვია ადგილობრივ ყველს, არის ყველების იმპერატორი. თომასი ყველს 40 წელია ამზადებს,ხოლო შვედური ყველის ტრადიცია შორეული 1872 წლიდან მოდის. გემრიელი ყველის დასამზადებლად დიდი დროა საჭირო,დაახლოებით 14 თვე. შვედური ყველი გემო უნიკალურია.ყველს ოდნავ მომწარო გემო დაჰკრავს,ის განუყოფელი ნაწილია შვედური სამზარეულოს. შვედები ყველს თითქმის ყველა საკვებთან ერთად მიირთმევენ. შვედური ყველის მისტიურობა მდგომარეობს იმაში,რომ ვერსად ვერ ამზადებენ მსგავს ყველს,შვედეთის ჩრდილოეთში მდებარე ერთადერთი ქარხსნი გარდა. ვასთერბუთენის ყველის მომზადება შვედეთის სხვა რეგიონებშც სცადეს,ყველა წესის დაცვით. თუმცა ამაოდ, ის უნიკალური გემო ვერ მიიღეს. ამის მიზეზი უცნობია. ადგილობრივებში არსებობს ვერსია,რომ ყველის განსაკუთრებული გემო 20 ათასი წლის წინ სოფელში ჩამოვარდნილმა მეტეორმა გამოიწვია. მეტერომა წარმოქმნა ტბა.მეტერომა გაამდიდრა ნიადაგი მარილით და კალციუმით. შესაბამისად ადგილობრივი ძროხების რძე განსაკუთრრებული,რაც ვასთერბუთენის ყველსაც უნიკალურს ქმნის. ასევე მეორე ვერსია არსებობს,რის მიხედვითაც ყველის განსაკუთრებული გემო ქარხსნის სიძველით არის გამოწვეული. თვითონ ყველის მწარმოებელი კი ფიქრობს,რომ ადგილობრივი ძროხებისგან მიღებული რძე,ჰავა და ასევე მიკროფლორა ქმნის იმ განსაკუთრებულ გემოს რომლითაც ვასთერბუთენის ყველია ცნობილი.არის თუ არა შვედურ ყველში რამე მისტიური და უცნაური ეს თქვენ გადაწყვიტეთ... ვასთერბუთენის ყველის რეცეპტი მკაცრად არის გასაიდუმლოებული.აზიური სამზარეულო მთელ მსოფლიოშია პოპულარუი,განსაკუთრებით კი სუში. სუშის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს,მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია კალიფორნიული როლი. სუშის ეს სახეობა არც იაპონიაში შეუქმნიათ და გაგიკვირდებათ და არც კალიფორნიაში. კალიფორნიული როლი კანადაში შეიქმნა. არსებობს ასეთი ადამიანი შეფი ტოჯო,რომელიც სუშის შექმნის დიდოსტატია. სწორედ შეფი ტოჯოს იდეა იყო კალიფორნიული როლის შექმნა. 1971 წელს სუში შეერთებულ შტატებში და კანადაში პოპულარული არ იყო, ამერიკელებს არ მოსწონდათ სუში ვიზუალურად.ტოჯომ გადაწყვიტა სუშის ვიზუალი შეეცვალა,მან ბრინჯი გარეკანზე გამოიტანა რათა ზღვის მცენარეები დაეფარა.ამ იმედამ იაპონელები გააბრაზა და როგორც შეფი ტოჯო იხსენებს მას უამრავი ადამიანი ურეკავდა იაპონიიდან და ახალი სუშის იდეას უწუნებდა. ამის მიუხედავად სუშის შეფმა გააგრძელა თავის იდეაზე მუშაობა. ტოჯომ კიტრი,ავოკადო და კიბორჩხალა ერთ როლში გადაახვია. ასე შეიმქნა ახალი სუში,რომელმაც ყველაზე დიდი პოპულარობა კალიფორნიაში მოიპოვა, სწორედ ამიტომაც დღეს ჩვენ მას კალიფორნიული როლისსახელით ვიცნობთ.. როდესაც ადამიანებმა გასინჯეს კალიფორნიული როლი,მათ სუშის სხვა სახეობაც მოეწონათ,ტუნათი თუ ორაგულით მომზადებული. შეფი ტოჯოს როლები იმდენად პოპულარული გახდა,რომ იაპონიის აგროკულტურის მინისტრმა ტოჯოს იაპონის სამზარეულოს კეთილი ნების ელჩის ტიტული მიანიჭა.. ვინ იცის მსოფლიოს მასშტაბით სუშის პოპულარობა როგორი იქნებოდა,რომ არა შეფი ტოჯი... ჰულა ჰავაური ცეკვაა. ზოგიერთს აზრით ჰულას მხოლოდ ქალბატონები ასრულებენ,მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. ჰულა გამდმოსცემს ისტორიას,მის შესასრულებლად საჭიროა გადაერთო ანტიკური ჰავაელების ცხოვრებაზე. ჰულას შემსრულებელმა ზუსტად ისე უნდა იმოძრავოს როგორც ამას საუკუნეების წინ აკეთებდნენ. ჰულა ერთგვარი ცხოვრების წესიცაა. ჰულას ყველაზე ცნობილ სკოლას ჰალაუ ქვია.საუკუნეების წინ ჰალაუდან არჩევდნენ გამორჩეულ მამაკაც მოცეკვავეებს და მათგან მებრძოლებს ამზადებდნენ. დღეს ჰალაუს სკოლა ცდილობს შეინარჩუნოს ძველი ტრადიცია. მამაკაცები ჰულას მეშვეობით მებრძოლების ისტორიების გადმოცემის საშუალებაა. მეომარის ისტორიის ცეკვით გადმოსაცემათ დიდი შრომაა საჭირო. მოცეკვავებმა ზუსტად ისე უნდა უვარჯიშონ როგორც მეომრები ვარჯიშობდნენ. ჰულას შემსრულებლები ზუსტად ისე ვარჯიშობენ,როგორც მათი წინაპრები. ოკეანის სანაპირო,ქვიშა,ქვა.. არაფერი იცვლება საუკუნეების მანძილზე. ვარჯიშებისთვის განსაკუთრებული ფიზიკური მომზდებაა საჭრიო,სუსტი ადამიანი ამ დატვირთვებს ვერ გაუძლებს. ფიზიკური სიძლიერის გარდა საჭიუროა გონების სიმტკიცე. ვარჯიშებიდან ერთ-ერთი ურთულესია ცოცვა ქოქოსის ხეზე. ქოქოსის ხეზე ასულ მებრძოლს შეიძლება ფეხებიც აუკანკალდეს,რადგან მათ არანაირი დაზღვევა არ აქვთ.ჰალაუს ლიდერი კუმუ,იღებს პასუხისმგებლობას,რომ წვრთნების შემდეგ ადამიანების ბევრად უფრო დამოუკიდებლები ხდებიან,ისინი გახდებიან უკეთსი მშობლები,შვილები ან ძმები. სწორედ ეს არის ჰალაუს სკოლის აზრი.