შვეიცარიის აღმოსავლეთით მომხდარ ავიაკატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 17 ადგილობრივი და ავსტრიელი ტურისტი, ასევე, ეკიპაჟის სამი წევრია. BBC –ის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იუნკერსის ტიპის თვითმფრინავი ზღვის დონიდან 2540 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის, მაშველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება