შვეიცარიის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა, რომელსაც მიმდინარე წლის 14 მაისს 60 წელი შეუსრულდება, თავის დაბადების დღეზე ეპატიჟება ყველა იმ პირს, ვისაც იმავე დღეს 60 წელი შეუსრულდება.
წვეულება შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საღამოზე დაპატიჟებულია ყველა ის პირი, ვისაც 14 მაისს 60 წელი შეუსრულდება.
ადამიანებმა, ვინც ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ, რეგისტრაცია შვეიცარიის მთავრობის ვებგვერდზე უნდა გაიარონ.