19:17
26 ნოემბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
შვეიცარიის უძრავი ქონების ბაზარი კორონავირუსის პანდემიისადმი ყველაზე მდგრადი აღმოჩნდა
30-10-2020

შვეიცარია ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც კი, უძრავ ქონებაში ინვესტიციების მოცულობა იზრდება. იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 24 პროცენტით არის გაზრდილი. მესამე კვარტალში კი ზრდამ 124 პროცენტს მიაღწია.

კონსალტინგურ კომპანია CBRE-ს ინფორმაციით, შვეიცარიულ უძრავ ქონებაში ინვესტიციების მოდინება აიხსნება იმით, რომ ეს ქვეყანა ისტორიულად, ინვესტიციებისთვის უსაფრთხო არეალს წარმოადგენს. შვეიცარიის გარდა, ინვესტორებს შორის მოთხოვნით ასევე სკანდინავიის ქვეყნები სარგებლობენ.

რაც შეეხება ევროპას, მესამე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა, შარშანდელთან შედარებით 37 პროცენტით, 48 მილიარდ ევრომდე არის შემცირებული. იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, ინვესტიციების მოცულობამ ჯამში 183 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11 პროცენტით ნაკლებია.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ ევროპაში 2020 წელს ინვესტიციების მოცულობა 230 მილიარდ ევრომდე შემცირდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები