საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები ეგვიპტე, იემენი, ლიბია და მალდივის კუნძულები ყატართან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ როიტერი იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, სახელმწიფოები დოჰას ტერორისტული დაჯგუფებების, მათ შორის "მუსლიმთა საძმოს" მხარდაჭერასა და საშინაო პოლიტიკის საკითხებში ჩარევაში ადანაშაულებენ. საუდის არაბეთის სახელმწიფო, საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ერ რიადმა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ყატართან სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვარი ჩაკეტა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ეგვიპტის საგარეო უწყებამაც. არაბთა გაერთიანებულმა საემირომ კი ყატარელ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის 48 საათი მისცა. ოფიციალურმა ბაჰრეინმა კი განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მკაცრად დაიცავს.