მსოფლიოს ქვეყნებმა პანდემიასთან ეკონომიკური განვითარებისთვის ბრძოლის ფარგლებში ახალი დრაივერები უნდა ეძებონ - ამის შესახებ ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა დისკუსიაზე „დავოსის დღის წესრიგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია ხელი შეეწყოს სტრანსსასაზღვრო ვაჭრობას, უსაფრთხოების უზრუნველყოფას და წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვებში შეუფერხებლობას, რომელიც ჯამში ხელს შეუწყობს მსოფლიო ეკონომიკის მდგრად აღდგენას.
სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს ქვეყნებმა მხარი უნდა დაუჭირონ ჭეშმარიტ მულტილატერალიზმს, მოაშორონ ბარიერები და არ აღმართონ კედლები, გაიხსნან და არა პირიქით, ჩაიკეტონ, იღწვოდნენ ინტეგრაციისთვის და არა დაყოფისკენ, მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო ეკონომიკის მშენებლობაში.