დაბერების პროცესი საკმაოდ უსიამოვნო მოვლენაა. არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებიც ნაოჭებს და სიბერის სხვა ნიშნებს აგვარიდებს. ექსპერტების თქმით, ამ მხრივ აბრეშუმის თეთრეული საუკეთესო საშუალებაა. ამ საკითხის კვლევით დაინტერესდნენ აშშ-ის სპეციალისტები. ისინი ადამიანებს ბამბის თეთრეულის აბრეშუმით ან ატლასით შეცვლას ურჩევენ.ამერიკელი დერმატოლოგების მტკიცებით, ბამბის ქსოვილის ბალიშის პირები კანის თანდათანობით მოდუნებას იწვევს და ნაოჭების წარმოქმნას აპროვოცირებს. როდესაც ადამიანს სძინავს, ის სახით ბალიშს ეკვრის, რის გამოც კანი ტრავმირდება. თეთრეულის ზემოქმედების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ბამბის ქსოვილის ბალიშის პირის გამოყენებისას. აბრეშუმის თეთრეული კი სასიამოვნო და სასარგებლოა კანისთვის. კანის საფარველი ძილის დროს უფრო დატენიანებული რჩება, რაც ნაოჭების პროფილაქტიკის საშუალებაა.სიბერე ადრე თუ გვიან დგება. თუმცა მეცნიერები გვაიმედებენ, რომ მალე ამ პროცესის შეჩერება და ნაოჭებისგან გათავისუფლება შესაძლებელი იქნება.