ATP CUP-ი დასრულდა და, ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე, ჩოგბურთელები კიდევ ერთ ავსტრალიურ ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას. სიდნეის 250-იან ტურნირზე (Sydney Tennis Classic) ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას მერვედფინალიდან დაიწყებს.
მისი პირველი სავარაუდო მეტოქე, დიდი ალბათობით, ენდი მარი იქნება, - ინფორმაციას საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ავრცელებს.ბრიტანელი პირველ წრეში საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
Sydney Tennis Classic-ი 10 იანვარს დაიწყება და 15 იანვარს დასრულდება. ტურნირის გამარჯვებული 87 ათას დოლარსა და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
ბასილაშვილი ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი.