შსს-მ 2018 წელს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით 53 პირი დააკავა. ამავე წლის ოთხ თვის განმავლობაში სიძულვილის მოტივი გამოიკვეთა 50-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში, რაც 2017 წლის სრულ მონაცემებს აჭარბებს, - ამის შესახებ შს სამინისტროს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშშია საუბარი. კერძოდ ამ მონაცემებით, სქესისა და გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა 39 პირი, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით - 10 პირი, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით კი - 4 პირი. დაკავებულ პირთა უმრავლესობას ბრალი ედებოდა ძალადობის ჩადენაში.