20:24
2 აპრილი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
უკომენტაროდ
"სიკვდილი ამერიკას" - მოსახლეობის შეძახილები, როდესაც მათ ირანის სულიერმა ლიდერმა ამერიკელებზე თავდასხმის შემდეგ მიმართა [ქართული ტიტრებით]
08-01-2020

 

 

წუხელ, ჩვენ მათ სახეში სილა გავაწანით, - ამ სიტყვებით მიმართა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანელ მოსახლეობას.

მოსახლეობამ მას უპასუხა ფრაზით: „სიკვდილი ამერიკას“.

ხამენეიმ დასძინა, რომ როდესაც საქმე კონფრონტაციას ეხება, ამგვარი სამხედრო მოქმედება საკმარისი არ არის.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მავნე ყოფნა აქ უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ირანის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. როგორც სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

ავტორი: თეო ცუცქირიძე

AutoPlay
როგორ ამოწმებენ მგზავრებს თვითმფრინავში, რომლებიც დღეს ვენიდან საქართველოში ჩამოფრინდებიან
26-03-2020
როგორი იქნება "ტელესკოლის" გაკვეთილების ცხრილი, რომლებსაც მოსწავლეები ტელევიზიის საშუალებით იხილავენ
26-03-2020
როგორ გამოიყურება თავისუფლების მოედანი მთავრობის მიერ შეზღუდვების დაწესების შემდეგ - დრონით გადაღებული კადრები
21-03-2020
როგორ გამოიყურება სააკაძის მოედანი მთავრობის მიერ შეზღუდვების დაწესების შემდეგ
21-03-2020
როგორ გამოიყურება რუსთაველის მოედანი მთავრობის მიერ მიღებული შეზღუდვების შემდეგ - დრონით გადაღებული კადრები
21-03-2020
რა ვითარებაა ამ წუთებში "ლილოს ბაზრობაზე" მას შემდეგ, რაც გუშინდელი განკარგულების შემდეგ ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა
20-03-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები