თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა თავის ცხენს, როვაჩს უმღერა. პრეზიდენტმა სიმღერა შვილიშვილთან კერიმგულისთან ერთად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ბერდიმუხამედოვმა სიმღერა თავად დაწერა და თურქმენული ბედაურის ეროვნულ დღესაწაულთან დაკავშირებით იმღერა. სიმღერა „როვაჩზე“ თურქმენეთის პრეზიდენტის პირველ შესრულებას არ წარმოადგენს. აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში მალევე გახდა პოპულარული.