ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ვირუსის საეჭვო ნიშნები აქვთ რუსთავის საკრებულოს წევრის მეუღლესა და შვილებსაც. როგორც რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ტესტის პასუხები დღეს გახდება ცნობილი. მისივე თქმით, საერთო ჯამში, რუსთავში გამოვლენილია ინფიცირების 4 შემთხვევა. რწმუნებულის ინფორმაციით გამოვლენილია 90% რისკის მატარებელი პირების და ყველა მათგანთან კომუნიკაცია უკვე შედგა.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაინფიცირებულს, რეხვიაშვილის თქმით, ქალს, რომელსაც კორონავირუსი რუსთავში პირველს დაუდასტურდა, კონტაქტები თითქმის არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს წევრს კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ინფექცია დაუდგინდა დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. გუშინვე შემოწმდა საკრებულოს წევრის მამაც, რომელსაც კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა.