სიმსივნური პათოლოგიის მკურნალობაში შესაძლოა დიდი გარღვევა მოხდეს და კიბოსთან ბრძოლა წარმატებით მოახერხოს სალმონელამ, რომელიც ნაწლავის მავნე ჩხირად არის მიჩნეული! კერძოდ, სალმონელამ შესაძლოა თავის ტვინის სიმსივნური წარმონაქმნი დაამარცხოს, რადგანაც მას საკვებად იყენებს.
ამერიკელმა მეცნიერებმა ბაქტერიის დნმ-ზე მანიპულირებით შეძლეს შეეცვალათ სალმონელას ქცევა, შესაბამისად, ბაქტერიას ორგანიზმში მოხვედრისას იერიში მიჰქონდა არა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, არამედ სიმსივნურ უჯრედებზე. ასეთი დაპროგრამებული ბაქტერიით, შესაძლებელია თავის ტვინის სიმსივნეთა 40%-ის განკურნება.
თავის ტვინის სიმსივნის სამკურნალოდ ანტიპარაზიტული საშუალებებიც კი შეიძლება მოგვევლინოს. გარდა ამისა, მკვლევარები საინტერესო ექსპერიმენტებზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ თავის ტვინის ზოგიერთ სახეობას წარმატებით ებრძვის ჭიების საწინაღმდეგო პრეპარატი მებენდაზოლი.