“სინერჯი კაპიტალმა“ „ქარელის ხილთან“ და „ჩაიმანიასთან“ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა „სინერჯი კაპიტალის“ თანადირექტორის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული კომპანიის მიზანია ბაზარზე მოძებნოს კომპანიები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ძალიან სწრაფად გაიზარდონ მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში და დაეხმაროს მას სისტემურ და ინსტიტუციონალურ განვითარებაში. თავის მხრივ, კომპანია „ქარელის ხილის“ დირექტორის, გიორგი კვირიკაძის განცხადებით, ამ შეთანხმების გაფორმება მისი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.