სინგაპურის მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით, 41,2%-ით შემცირდა, რაც რეკორდული ვარდნაა.ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკა ტექნიკურ რეცესიაში შევიდა, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის კლებისას კვარტალურ გამოხატულებაში ორი კვარტალია ზედიზედ ფიქსირდება, რაც 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
სააგენტო Bloomberg-ის გამოკითხული ექსპერტები მეორე კვარტალში სინგაპურის მთლიანი შიდა პროდუქტის 35,9%-იან კლებას პროგნოზირებდნენ.
წლიურ გამოხატულებაში სინგაპურის ეკონომიკა 12,6%-ით არის შემცირებული, რაც ასევე რეკორდული ვარდნის ტემპია ქვეყნისთვის.
ექსპერტების ვარაუდით, წელს სინგაპურის ეკონომიკა 10,5%-ით შემცირდება.