კორონავირუსის ეპიდემიის გამო სინგაპურის მთავრობა 21 წლის ასაკის ზემოთ ყველა მოქალაქეს გადაუხდის ათას 600 სინგაპურის დოლარს ანუ ათას 100 ამერიკულ დოლარს. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში მოსახლეობის სტიმულირების მორიგი პაკეტის წარდგენისას განაცხადა.
3 აპრილს პრემიერ-მინისტრმა დამატებითი შეზღუდვები დააწესა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 7 აპრილიდან, ერთი თვის განმავლობაში ქალაქ-სახელმწიფოში დაიხურა თითქმის ყველა ძირითადი ობიექტი, გარდა საკვების მაღაზიების, აფთიაქების, საზოგადოებრივი ტრანსპორტია.
ამასთან, პრემიერმა მოუწოდა მოქალაქეებს, არ დატოვონ სახლები, თუ ეს აუცილებელი არ არის. მისივე თქმით, თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება, მთავრობა ზომების გასამკაცრებლად მზად არის.