სინგაპურის ხელისუფლებამ ამერიკული ბანკის Goldman Sachs-ის ადგილობრივი ფილიალი ქვეყნისთვის რეკორდული თანხით 122 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზი კი მალაიზიური საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული გახმაურებული სკანდალია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პროკურატურა, კომერციული დანაშაულის პოლიციის დეპარტამენტი და ქვეყნის ფულად-საკრედიტო სამმართველო ერთობლივ განცხადებაში წერს. მათ ფინანსური უწყება ასევე დაავალდებულეს დანიშნოს დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ფინანსურ საქმიანობაში სიტუაციის გამოსწორებას გააკონტროლებს.
შეგახსენებთ, ხუთშაბათს გახდა ცნობილი, რომ ამერიკული ბანკი Goldman Sachs შეერთებული შტატების ფედერალურ ხელისუფლებას 2 მილიარდ 800 მილიონ დოლარს გადაუხდის და აღიარებს პასუხისმგებლობას იმ როლისთვის, რომელიც დაკავშირებულია მალაიზიური სახელმწიფო ფონდის რამდენიმე მილიარდიან დანაკარგთან.