წმინდა სინოდის წევრების ნაწილი პატრიარქის წინააღმდეგ - საპატრიარქოში გამართულ სინოდის სხდომაზე შიდა პრობლემებზე, მათ შორის პატრიარქისთვის დაცვის მოხსნის საკითხზე მსჯელობდნენ. განხილვის ერთ-ერთი თემა ასევე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის საკითხიც იყო. პატრიარქის დაცვის სამსახურის წარმომადგენელი საპატრიარქოში არ გამოჩენილა. რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს, არსებული ინფორმაციით, ის საპატრიარქოში იმყოფებოდა, თუმცა მას მღვდემლმთავრების პრეტენზიებზე კომენტარი არ გაუკეთებია.