ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, ამაყი ვარ, ყველა დაპირება შევასრულეო. მაინტერესებს, რომელი დაპირება შეასრულა?! 5 მილიონი მისცა თითო სოფელს, ადამიანები ფეხზე დააყენა, იაფი ფული, უფასო კრედიტი მოიტანა, თუ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა დაძრა წინ?! - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა შეაფასა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მისთვის მოულოდნელი არ იყო.