სირიის ადამიანთა უფლებების დაცვის ობსერვატორიის ცნობით, სირიის სოფლებისკენ მიმავალ რამდენიმე ავტობუსს, რომელთა საშუალებითაც სამოქალაქო პირების ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, თავს დაესხნენ. ინტერნეტში მომხდარის ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა. რამდენიმე ავტობუსი დამწვარია, შემთხვევის ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა. ავტობუსებს მოსახლეობა ალ ფუასა და კეფრაიას სოფლებიდან უსაფრთხო ადგილას უნდა გადაეყვანა. პარალელურად ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილშიც მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი ავტობუსები გამოჩნდა. ავტობუსები ალეპოში წითელი ჯვრისა და სირიულ-არაბული წითელი ჯვრის ზედამხედველობით შევიდა.