ჩრდილოაღმოსავლეთ რეგიონში თურქეთის სამხედრო ოპერაციამ რთული ჰუმანიტარული ვითარება წარმოქმნა. ათობით ათასი ადამიანი უკვე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. როგორც გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის უწყებაში აცხადებენ, სულ მცირე 160 000-მა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლი მას შემდეგ, რაც 9 ოქტომბერს თურქეთმა სამხედრო იერიშები დაიწყო.
ქურთების ინფორმაციით კი მათი რიცხვი 275 000-ს აღწევს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, თურქეთის შეჭრა სირიაში ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხეს ქმნის.
"სამწუხაროდ, თურქეთს არ ეტყობა რომ იგი ოპერაციის შედეგად გამოწვეულ ჰუმანიტარული ეფექტების შემსუბუქებას ცდილობდეს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.