სირიელი ქურთები ასადის მთავრობას ჩრდილოეთ რეგიონში სამთავრობო ძალების გაგზავნის შესახებ შეუთანხმდნენ, რათა მათ თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერება შეძლონ.
სირიის სახელმწიფო მედია კი უკვე იტყობინება, რომ სირიის სამთავრობო ძალები კონფლიქტის ზონაში არიან განლაგებული.
თურქეთის სამხედრო ოპერაცია, რომელიც გასულ კვირას დაიწყო, ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ არის მიმართული, რასაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი შეეწირა.
შეგახსენებთ, სირიის ჩრდილოეთ რეგიონს ქურთული ძალები აკონტროლებენ. მათ ოფიციალური ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. თუმცა, ისინი ამერიკის მთავარი მოკავშირეები იყვნენ ე.წ ისლამური სახელმწიფოსთან ბრძოლაში.